ნარკოდანაშაულში ბრალდებული პოლიციას ცემასა და ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს, რასაც შსს კატეგორიულად უარყოფს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება, პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობასა და ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს. ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, გლდანის ციხიდან დაკავშირებული პატიმარი, პირობითი სახელით ირაკლი, აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლში უკანონოდ დააკავეს, ტყეში წაიყვანეს და საათობით სცემდნენ აღიარებითი ჩვენების მოთხოვნით.