მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს

სამართალი ·

UFC-ის მებრძოლ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰემის ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, - ამის შესახებ ინფორმაციას Croco.ge ავრცელებს. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და 21 წლის ასევე ქართველ მოჭიდავე საბა ლაზიშვილს, როგორც სპორტული საინფორმაციო ვებგვერდი Sportall.ge წერს, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50-50 ათასი დირჰემის (13615$) ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.