ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სპეცრაზმელებს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. შემთხვევა 2024 წლის 1 მაისს მოხდა, სადაც ლევან ხაბეიშვილი საპროტესტო აქციაზე დააკავეს და მას სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ. გადაწყვეტილება 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. პროცესს არც ბრალდებულები და არც ლევან ხაბეიშვილი არ ესწრებოდნენ.