ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე მიიღო.