მე-10 კლასელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის მასწავლებელს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს მე-10 კლასელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სამართალდამცავებმა ბრალდებული 2026 წლის 19 თებერვალს დააკავეს. "პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ...