ხაბეიშვილზე ძალადობისთვის სუს-ის და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. განაჩენი გუშინ გამოცხადდა, მაგრამ პროცესზე არ ყოფილან არც ხაბეიშვილი და არც მისი ადვოკატი. უფლებადამცველმა განაჩენის შესახებ პროკურორის სატელეფონო ზარით შეიტყო, ისევე როგორც გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის შემთხვევაში.