ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს ხვდებიან

სამართალი ·

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს ხვდებიან

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს ხვდებიან. ღარიბაშვილის ადვოკატები, ნათია თამაზაშვილი და სოსო ბარათაშვილი სახალხო დამცველის ოფისში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს დაიწყო.