გულბაათ რცხილაძე: "თუ 8-12-წლიანი პატიმრობა მომცეს, გაიგებთ, რუსეთი ვის როგორ ეხმარებოდა"

"თუ მომცეს 8-12-წლიანი პატიმრობა, მექნება ბევრი დრო წარსულზე სასაუბროდ და ბევრ საინტერესოს გაიგებთ, ვინ რას აკეთებდა და რუსეთი ვის როგორ ეხმარებოდა," — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ციხიდან წერილს ავრცელებს. რცხილაძემ წერილში ასევე დასძინა, რომ მან სუს "მის საქმიანობასთან დაკავშირებით" ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და მისი ჩვენების საფუძველზე ვერც ერთ ადამიანს ვერასდროს დაიჭერენ.