გიორგი პატარიძის და რამაზ ფირცხალავას ადვოკატი - ბრალდება ეფუძნება გარემოებას, რომ ერთ საკანში მოთავსდა მსჯავრდებული და ბრალდებული, ეს არის გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი და ეს გამოწვევა გადატვირთულობაზე სახალხო დამცველმაც დააფიქსირა

სამართალი ·

ამ კითხვასთან დაკავშირებით პოზიციას არ აფიქსირებენ. ბრალდებას ეთანხმებიან, თუ არ ეთანხმებიან, მათი პოზიცია ამ ეტაპზე გამოხატული არ არის,- ამის შესახებ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, რამაზ ფირცხალავას ადვოკატმა ირმა ბრელიძემ განაცხადა.