გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას ფეიქრიშვილის საქმეზე გირაო შეეფარდათ

სამართალი ·

გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას ფეიქრიშვილის საქმეზე გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე ბრალდებულ პენიტენციური სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი პატარიძესა და N8 ციხის ყოფილ უფროსს, რამაზ ფირცხალავას 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. ორივე ბრალდებული სხდომას ესწრებოდა. პროცესის დაწყებამდე მათმა ადვოკატმა ირმა ბრელიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ბრალდებულების პოზიციაზე ვერ ისაუბრებს. მასაც გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.