ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს - ვაკვირდები, როგორ მიგყავთ პროცესი და გული მიკვდება, მიჭირს ყურება, რა სიმსუბუქით იძახით ტყუილებს - ეგებ, რაიმე გამოსავალი იპოვოთ ამ სიტუაციიდან, როგორიც იპოვა მანანა კობახიძემ

სამართალი ·

მინდა პირდაპირ მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს - ლავროვის შვილი რომ კახეთში „გულაობდა“ სპეცრაზმს ამოფარებული, გავრილოვის სკამში ჩასმამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა? ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, როდესაც სიაზე ლაპარაკობდა, „ამ სიით უნდა ვცემო ადამიანებიო?!“ რატომ არ შეწუხდით, როდესაც ლევან ხაბეიშვილის დამტვრეული სახე დაინახეთ? რატომ არ დაითვალეთ, ადამიანების დამტვრეული ძვლები სათითაოდ?