ძმები ფეიქრიშვილები, ასევე ავთანდილ ბილანიშვილი და ვატო ყიფიანი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს

კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ძმები ფეიქრიშვილები, ასევე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, მათ შორის, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ და ვატო ყიფიანი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს. დავით და გიორგი ფეიქრიშვილები გლდანის მე-8 დაწესებულების სხვა ნაწილში, ყოფილ ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. რაც შეეხებათ ვატო ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს, ისინი ამ დროისთვის ქსნის მე-10 დაწესებულებაში არიან მოთავსებული.