დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ უფროსებს 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ: რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე

სამართალი ·

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ უფროსებს 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ: რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე

პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივ, ასევე ფორმალურ საფუძვლებზე ისაუბრა. პროკურორის განმარტებით, გიორგი პატარიძის მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე, ასევე მოწმედ გამოსაკითხ პირთა მიმართ ზემოქმედების მოხდენის საფრთხე არსებობს. ამასთან, ყულჯანიშვილის თქმით, მოსალოდნელი სასჯელის შიშით, მიმალვის საფრთხეც არ არის გამორიცხული. იგივე საფუძვლებზე ისაუბრა პროკურორმა მეორე ბრალდებულის, რამაზ ფირცხალავას მიმართაც.