დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

სამართალი ·

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. სხდომას ორივე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი ესწრებოდა.