დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე ვატო ყიფიანს და "კაწროს" პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ციხეში დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებულ პირებს ვატო ყიფიანს, ავთანდილ "კაწრო" ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები სხვა დანაშაულზე ბრალდებით უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. ბრალდებულების ადვოკატი მარიკა ფხალაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალდებას არ ეთანხმებიან და ...