დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილისა და მათთან ერთად ბრალდებულების პროცესი ხვალ გაიმართება, გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას საქმეს კი ცალკე განიხილავენ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების, ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილისა და მათთან ერთად ბრალდებული დანარჩენი პირების სასამართლო პროცესი ხვალ, 14 ნოემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. ხვალინდელ სხდომაზე უნდა განიხილონ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების თუ რომელ სახეობას გამოიყენებს სასამართლო.