დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

სამართალი ·

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

აღკვეთის ღონისძიებად 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის ყოფილ უფროსსა და გლდანის მე-8 საპატიმრო დაწესებულების ყოფილ დირექტორს. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.