დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმე - 5 ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს პატიმრობა, ყოფილ მაღალჩინოსნებს კი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე 5 ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს პატიმრობა შეეფარდა, პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას კი 10-10 ათასი ლარის გირაო. ძალადობის ფიგურანტების შემთხვევაში, პროკურატურა 5-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ბრალდების თანახმად, ფეიქრიშვილს საკანში რამდენიმე დღის განმავლობაში ჯგუფურად უსწორდებოდნენ.