დააკავეს პირი, რომელმაც სენაკში დანით სამი პირი დაჭრა და მიიმალა

სამართალი ·

დააკავეს პირი, რომელმაც სენაკში დანით სამი პირი დაჭრა და მიიმალა

დააკავეს პირი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა სამ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა.