ადვოკატი - ავთანდილ ბილანიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს

სამართალი ·

ადვოკატი - ავთანდილ ბილანიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს

თავიდანვე განვაცხადე, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, შესაბამისად, რა გიპასუხოთ?,- ასე უპასუხა დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატმა თამარ აბესაძემ კითხვას, იმყოფებოდა თუ არა, ბილანიშვილი დავით ფეიქრიშვილთან საკანში. „გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დავეთანხმეთ.