თბილისი–ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე საპროტესტო აქცია გაიმართა, შეფერხებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა

თბილისი–ბათუმის ცენტრალური მაგისტრალის ბობოყვათი–ციხისძირის მონაკვეთზე საპროტესტო აქცია გაიმართა . პროტესტის გამო სატრანსპორტო მოძრაობა ნახევარი საათით შეფერხდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებასა და ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ. ისინი მშენებარე პროექტებში სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახების ინტერესების გათვალისწინებას, წინაპართა საკუთრების უფლების აღდგენასა და ბათუმში არსებული 4 000 კვ.მ. აუთვისებელი სოციალური ფართების განაწილებას ითხოვენ.