ბათუმში ფესტივალ „განდაგანას“ პირველი დღე მუსიკალური პროგრამით დასრულდა

რეგიონები ·

ბათუმში ფესტივალ „განდაგანას“ პირველი დღე მუსიკალური პროგრამით დასრულდა

ბათუმში ფესტივალ „განდაგანას“ პირველი დღე მუსიკალური პროგრამით დასრულდა. კონცერტში მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და მუსიკალური ბენდები მონაწილეობდნენ. ფესტივალის დღევანდელი პროგრამა წვიმის გამო, ხვალისთვის გადაიდო. ტურიზმის ტრადიციულ ფესტივალზე, აჭარის სოფლებია წარმოდგენილი. სტუმრები რეგიონის ტრადიციებსა და კულტურას, სოფლის ნობათსა და ტრადიციულ კერძებს ეცნობიან. ასევე იმართება თიხაზე მუშაობის, ქარგვისა და კულინარიული მასტერკლასები.