აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფესტივალ „განდაგანას“ ოჯახთან ერთად დაესწრო
პოლიტიკა ·

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ოჯახთან ერთად, ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას" დაესწრო. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება და სოფლის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენასა და სოფლად მოგზაურობის წახალისებას ემსახურება.