ზაალ ანჯაფარიძე: ხალხის განწყობებით, წუხილებით და პოლიტიკური თემებით მანიპულირება პირდაპირ საეკლესიო ამბიონიდან ხდება - ვიდრე იობის სიტყვებს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად მიიღებდეთ, გადაამოწმეთ
პოლიტიკა ·

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამბიონიდან გაკეთებული განცხადებები სცდება ტრადიციული საეკლესიო ქადაგების ფარგლებს და მკაფიოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. "ნამდვილად არ მეგონა, თუ მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ასე ბრწყინვალედ ფლობდა მანიპულირების ხელოვნებას. თან იმდენად უნიკალურია მის მიერ გამოყენებული მანიპულირების მეთოდი, რომ საავტორო უფლებაც კი შეუძლია გაიფორმოს.