ვიქტორ ჯაფარიძე: “მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება. საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა”
პოლიტიკა ·

მთის კურორტების განვითარებისთვის ბიუჯეტში 80 მილიონი ლარია გათვალისწინებული, განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის კითხვაზე საპასუხოდ. თანხით გუდაურის პროექტები დაფინანსდება და ახალი საბაგიროები აშენდება ბაკურიანსა და მესტიაში.