ვაშლიჯვარში ჩამოშლილი გზა 11 თვეა არ აღუდგენიათ – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
პოლიტიკა ·

ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლები უკვე თითქმის ერთი წელია, დაზიანებული გზის აღდგენას ელოდებიან. ადგილობრივების განცხადებით, სეისმურად აქტიურ ზონაში მიმდინარე უკონტროლო მშენებლობების შედეგად, 11 თვის წინ საავტომობილო გზა ჩამოიშალა, რის გამოც საცხოვრებელ სახლებამდე მისვლა გართულებულია. მოსახლეობის თქმით, გადაადგილების პრობლემა ექმნებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების ავტომობილებსაც.