ვარლამ ლიპარტელიანი: ჩინეთში შეხვედრები გვქონდა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდულ მიმართულებას - იყო საუბარი, რომ ჩინელი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ, მოხდეს გაცვლითი პროგრამები საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული კუთხით
პოლიტიკა ·

ჩინეთში გვქონდა შეხვედრები ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდულ მიმართულებას. ვიცით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს აუცილებლად გაფორმდება მემორანდუმი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა.