უცხო ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს - აქტივისტი მიზეზად პროევროპულ აქციებში მონაწილეობას ასახელებს

პოლიტიკა ·

უცხო ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს - აქტივისტი მიზეზად პროევროპულ აქციებში მონაწილეობას ასახელებს

უცხო ქვეყნის კიდევ ერთ მოქალაქეს, ევგენი ლუბინეცს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ლუბინეცი, რომელიც საქართველოში უკრაინელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, 31 ოქტომბერს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე შეაჩერეს და ქვეყანაში არ შემოუშვეს. აქტივისტი ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება მის მიერ საქართველოში გამართულ პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება. მე მქვია ევგენი. ახლა სომხეთში ვიმყოფები, რადგან საქართველოში უკან აღარ შემომიშვეს, არადა, საქართველოში ბოლო ორი ქელი ვიცხოვრე, 2024 წლის ნოემბრიდან.