წითლიძე, გვარამია, ბიბილეიშვილი, ყველანაირად არიან ჩიხში შეყვანილი, ვინაიდან რაც ჩადენილია, რეალურია და ამის გამართლება და არგუმენტი არ არსებობს, სააკაშვილს უნდა, რომ ამის არგუმენტი არსებობდეს - გიორგი ვოლსკი

პოლიტიკა ·

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გამოსვლით უკმაყოფილოა მიხეილ სააკაშვილი. მსჯავრდებული თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? მოდით გავმიჯნოთ ცალკეული პირების დანაშაული პარტიებისგანო. თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში!" - წერს სააკაშვილი.