5-5 წელი მიუსაჯეს ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელებსაც

პოლიტიკა ·

5-5 წელი მიუსაჯეს  ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელებსაც

5-5 წელი მიესაჯათ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრზე, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ სპეცრაზმელებსაც. როგორც ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე „პუბლიკას“ განუცხადა, მათი პოზიციაა, რომ აუცილებელია, დაისაჯონ ის პირები, ვინც ლევან ხაბეიშვილის წამება დაუკვეთეს და ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამაში – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი [ხარება], ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური და სხვა პასუხისმგებელი პირები.