წარსულის გადაწერის მცდელობა, პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და დადასტურებული ფაქტების უარყოფა - როგორია "ნაციონალური მოძრაობის" დაცვის ტაქტიკა საკონსტიტუციო სასამართლოში?

პოლიტიკა ·

წარსულის გადაწერის მცდელობა, პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და დადასტურებული ფაქტების უარყოფა - როგორია "ნაციონალური მოძრაობის" დაცვის ტაქტიკა საკონსტიტუციო სასამართლოში?

კონსტიტუციური სარჩელის მეთორმეტე სხდომა, კითხვა-პასუხის ეტაპით გაგრძელების ნაცვლად, კვლავ მორიგი შუამდგომლობის განხილვით დაიწყო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების საკითხი დააყენა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ გოცირიძე საქმესთან დაკავშირებით წინასწარ განწყობას ავლენს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორების განცხადებით, მიზეზი, რის გამოც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლის აცილება დააყენა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში სიახლეა.