თენგიზ შარმანაშვილი – ევროკავშირის კვლევებითაც კი მოლდოვას ყველა პარამეტრით ვუსწრებთ, გამოაქვეყნებენ დადებით შედეგებს, შემდეგ დასკვნაში წერენ საპირისპიროს, რაც ორმაგი სტანდარტია
პოლიტიკა ·

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით დადებით შეფასებას ასახავს თავად ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევები, თუმცა საპირისპიროა მოცემული ევროკავშირის ანგარიშებში. „ეს კვლევები არცერთი არ არის საქართველოში ჩატარებული, ეს არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები, მათ შორის ნაწილი ჩატარებულია თვითონ ევროკავშირის მიერ, ევროკავშირს ეს ოფიციალურად თავის საიტებზეც კი აქვს გამოქვეყნებული.