თენგიზ შარმანაშვილი - ერთადერთი, რაც შეიძლებოდა „ნაცმოძრაობისგან“ დაგვენახა, სინანულია, თუმცა მსგავსი ვერაფერი მოვისმინეთ - არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილს მითურ პერსონაჟად გამოაცხადებენ და იტყვიან, რომ ასეთი კაცი საერთოდ არ არსებობს
პოლიტიკა ·

"ნაციონალური მოძრაობისგან" ერთადერთი, რაც შეიძლებოდა რომ დაგვენახა, სინანულია, თუმცა მსგავსი ვერაფერი მოვისმინეთ - ეს კი იმის საწინდარია, რომ თუ ეს ხალხი პოლიტიკაში დარჩა, ამას გაიმეორებენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს არანაირი არგუმენტი არ აქვთ და არც შეიძლება, ჰქონდეთ. „რა თქმა უნდა, უნდათ, ახლა თავი დაიძვრინონ. ისეთი საოცრებები მოვისმინეთ, რომ ალბათ ყველა გაკვირვებული ვართ.