თბილისში „შაბათის მარში“ გაიმართა

პოლიტიკა ·

თბილისში „შაბათის მარში“ გაიმართა

თბილისში „შაბათის მარში“ გაიმართა. აქციის მონაწილეები , ,,ავლაბრის“ მეტროსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ წავიდნენ. მსვლელობის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მარტვილელ აქტივისტს, მზია გაბეშიას, რომელიც დღეს დაკრძალეს. უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში, 28 ნოემბერს დაიწყო. იმ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ხსნიდა.