თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია: მოქალაქეები მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, ტაქსის ფასმა 3 კილომეტრზე 20 ლარს მიაღწია
პოლიტიკა ·
თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის ფონზე მოქალაქეები გადაადგილებას ვერ ახერხებენ, პიკის საათებში კი ტაქსის ფასი 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე 12-დან 20 ლარამდე მერყეობს. გადამღები ჯგუფის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით, ავტობუსებში არსებული გადატვირთულობის გამო მგზავრებს ალტერნატივის მოძიება უჭირთ, ტაქსით გადაადგილება კი მკვეთრად გაძვირებულია.