თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაჭრილ-დაშავებული სამხედროები დააჯილდოვა
პოლიტიკა ·

თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. მან სამხედროებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, მხარდაჭერა აღუთქვა და 2026 წელს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში წარმატებული ასპარეზობისთვის, მინისტრის სახელით, მაჯის საათები გადასცა.