თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო "ნაცმოძრაობისგან" და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა
პოლიტიკა ·

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ 540 000 ლარის აღების შემდეგ გიორგი თარგამაძემ ეთერიდან დაბლოკა არა მხოლოდ თავად ის, არამედ 4 ოქტომბრის იდეის დელიკატური კრიტიკოსებიც. ჩერგოლეიშვილის თქმით, მან პირისპირ შეხვედრისას აუხსნა თარგამაძეს, რომ ამ დელუზიურ და სახიფათო უპასუხისმგებლობისთვის საინფორმაციო მხარდაჭერა არ გაეკეთებინა, თუმცა ამის მიუხედავად, მისივე თქმით, შედეგად მივიღეთ 70-მდე პატიმარი და 30-ზე მეტი აღიარებული ბრალი.