სვეტლანა ტიხანოვსკაია - ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს იმ სირთულეებზე ვესაუბრე, რასაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები აწყდებიან

პოლიტიკა ·

სვეტლანა ტიხანოვსკაია - ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს იმ სირთულეებზე ვესაუბრე, რასაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები აწყდებიან

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით , დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. მისი თქმით, საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ სირთულეებზე, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები დოკუმენტების, ბინადრობის ნებართვებისა და სამართლებრივი სტატუსის მოპოვებისას აწყდებიან.