“არც მეუფე იობია მარტინ ლუთერი და არც ძამას ხეობაა ვიტენბერგი” – სოსო მანჯავიძე
პოლიტიკა ·

მოკლედ ვიტყვი-ძალიან ბევრია დაავადებული თვალაბეიშვილის სინდრომით, რაღაც საოცარი, ისტერიული, სიძულვილით აღსავსე რეაქციები, რომელიც ყოველთვის , ყველა შემთხვევაზე აუცილებლად გამოვლინდება ხოლმე და ნორმალურ ადამიანებში ..ესპანური სირცხვილის” (როცა სხვისი ცუდი საქციელის გამო შენ გრცხვენია) მწვავე განცდას აღძრავს. ელემენტარული საკითხი, რომ ერთი ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის უსაქციელობის გამო მთელი ერები არ უნდა ლანძღო და მტრად არ უნდა გადაიკიდო, რატომღაც გაუგებარი რჩება ძალიან ბევრი ადამიანისათვის.