შალვა პაპუაშვილი - ქალბატონი კალასი, მართალია, სიტყვით განაგდებს ხოლმე საბჭოთა კავშირს, მაგრამ ესტონეთიდან საბჭოთა დამოკიდებულება „წამოიღო“ - მერე სწყინს ბატონ ჰერჩინსკის, ნუ მოიქცევით, როგორც საბჭოთა კავშირი და არავინ შეგადარებთ
პოლიტიკა ·

დღეს ბრიუსელი ცდილობს დააზიანოს საქართველო ყველანაირად: ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი - ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივ ვიზიტებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა ჩვენი ხალხების, ჩვენი და წევრი ქვეყნების ხალხების სასარგებლოდ ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.