შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ ყოფილა ფაქტი, რომელიც ადასტურებს ფარისევლობას ევროკავშირისგან საქართველოს მიმართ. ცდილობდნენ დაყოლიებას, არ მომხდარიყო იაფი ენერგორესურსების შესყიდვა რუსეთიდან, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს
პოლიტიკა ·

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და არაერთხელ ყოფილა ფაქტი, რომელიც ადასტურებს იმ ფარისევლობას, რომელსაც ევროკავშირისგან ვხედავთ საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მხრიდან რუსული თხევადის გაზის შესყიდვის გაზრდაზე საუბრისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ევროკავშირი რეკორდსმენია რუსული თხევადი გაზის შესყიდვაში, საქართველოს კი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას ავალდებულებდა.