შალვა კერესელიძე - დუბლინში ფოტო რომ გადაიღეს, არ ნიშნავს, რომ კობახიძე კმაყოფილია, მას არავინ დაუჯერებდა, რადგან ცნობილია, როგორც მატყუარა, პარტიების აკრძალვის სარჩელის ავტორი კი ლაშა ნაცვლიშვილია, რომელსაც კონსულტაციები რუსეთთან ექნება გავლილი
პოლიტიკა ·

დუბლინში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი რომ ტრადიციული ფოტოს გადაღებით დასრულდა, ეს არ ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე იქიდან კმაყოფილი დაბრუნდება. რაზე უნდა ესაუბრა და რა უნდა ემტკიცებინა კობახიძეს ევროპული სახელმწიფოს ლიდერებისთვის მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება განსხვავებულ აზრს კრძალავს და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი ხუთი პოლიტიკური პარტიის გაუქმებასთან დაკავშირებით?