„შაბათის ფორმულა“: თაღლითური ქოლცენტრების მილიონობით დოლარის კრიპტოვალუტა ყაზბეგის გამზირზე მდებარე ჯიხურში ნაღდდება

პოლიტიკა ·

„შაბათის ფორმულა“: თაღლითური ქოლცენტრების მილიონობით დოლარის კრიპტოვალუტა ყაზბეგის გამზირზე მდებარე ჯიხურში ნაღდდება

ყაზბეგის გამზირზე მდებარე პატარა სავალუტო ჯიხურში თაღლითური ქოლცენტრების ხელმძღვანელები მილიონობით დოლარის კრიპტოვალუტის გასაქეშებლად მიდიან — ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „შაბათის ფორმულას“ საგამოძიებო რეპორტაჟშია ნათქვამი. ჟურნალისტების ცნობით, აღნიშნული ობიექტის მეპატრონე გიორგი ლომიძეა. გამოძიების თანახმად, ერთი შეხედვით უსახურ ჯიხურს დიდი ფინანსური ბრუნვა აქვს.