"ვითხოვთ მოძალადე პოლიციელების დასჯას" - გენერალურ პროკურატურასთან სერგი ყანჩელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

პოლიტიკა ·

"ვითხოვთ მოძალადე პოლიციელების დასჯას" - გენერალურ პროკურატურასთან სერგი ყანჩელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

"ვითხოვთ მოძალადე პოლიციელების დასჯას" - ამ მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურასთან, სამოქალაქო აქტივისტის, სერგი ყანჩელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ემიგრაციაში წასულმა ყანჩელმა ერთი თვის წინ თქვა, რომ ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. აღნიშნულ საქმეზე სამოქალაქო აქტივისტი საგამოძიებო ორგანომ დისტანციურად გამოკითხა, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი პასუხისგებაში მიცემული არ არის.