საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობები - დუბლინის დეკლარაცია და პოლიტიკური შეფასებები
პოლიტიკა ·

პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებული ურთიერთობები. ამ კონტექსტში კი მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში ვიზიტისას ხელი მოაწერა ევროპის უსაფრთხოების შესახებ დეკლარაციას, რომელსაც 40 ქვეყანა შეუერთდა. დოკუმენტი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, უკრაინის მხარდაჭერასა და ევროპის უსაფრთხოებაში ევროპული ქვეყნების მონაწილეობას ითვალისწინებს.