"საფრანგეთის საელჩო უერთდება იმ ადამიანების ხსოვნის პატივისცემას, რომელთა სიმამაცე და თავგანწირვა ღრმად არის აღბეჭდილი ქართველი ხალხის ისტორიასა და ცნობიერებაში" - დიპლომატიური უწყების განცხადება ასი ათასი მოწამის დღესთან დაკავშირებით
პოლიტიკა ·

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ასი ათასი მოწამის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საფრანგეთი უერთდება ამ დღეს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, ვისი თავგანწირვაც საქართველოს ისტორიაში მტკიცედ არის შემონახული. "დღეს, საქართველო პატივს მიაგებს თბილისის ასი ათას მოწამეს, XIII საუკუნის რელიგიური შევიწროების მსხვერპლებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს საკუთარი რწმენის ერთგულებისთვის.