სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობის დროს, მამუკა ხაზარაძე ავარიაში მოჰყვა. მას ნეკნების მოტეხილობა აქვს
პოლიტიკა ·

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობისას ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ნეკნების მოტეხილობა მიიღო. ოჯახის ახლობლის ცნობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ფრენა ორი კვირა ეკრძალება.