საკონსტიტუციო სასამართლოში, პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა, მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობით გაიხსნა
პოლიტიკა ·

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების” დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა. საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და სასამართლო კითხვებს კვლავ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუსვამს. თუმცა სხდომის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოსამართლეს შუამდგომლობის დაყენების თხოვნით მიმართეს. მათი შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებას ეხება.