საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რონი მესხი, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

პოლიტიკა ·

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რონი მესხი, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რონი მესხი, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, რონი მესხმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსთან - ალი ფიდანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა, მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები.