"საბჭოთა მოსკოვზე უარესი და მავნებელი ..." - შალვა პაპუაშვილი კვლავ ევროკავშირს აკრიტიკებს
პოლიტიკა ·

პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ბრიუსელი საქართველოს დაზიანების კურსზეა გადართული. დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი, ამას ცდილობს დღეს ბრიუსელი და მათი საელჩო საქართველოში. ვხედავთ, რომ ეს არის პირდაპირი მათი ქმედებები, რომ როგორმე დაგვაზიანონ ქვეყანა და ხალხი და მათ შორის დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები წევრ ქვეყნებთან.